18 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
პანკისში მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ბრალდებულებს, რომელთა აყვანის სპეცოპერაციაც მიმდინარეობს, ხეობასთან კავშირი არ აქვთ

თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ პანკისის ხეობაში. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ბრალდებულები, რომელთა აყვანის ოპერაციაც ამ წუთამდე მიმდინარეობს, უცხოეთის მოქალაქეები არიან და ხეობასთან კავშირი არ აქვთ.

„დარწმუნებული ვარ, რომ პანკისიდან არ იქნებიან. ვინ არიან, მართლაც ვუზივარ ტელევიზორს მთელი დღე მე თვითონ მაინტერესებს. ძალიან შეწუხებული ვარ, ყოველთვის თუ რამე მოხდება საქართველოში, მაშინვე პანკისს მიაშურებენ ხოლმე და პანკისია ასე ვთქვათ, განტევების ვაცი,“ - განაცხადა ადგილობრივმა მკვიდრმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჯერ უცნობია, ვინ არიან ისინი ჩეჩნები თუ ჩრდილო კავკასიელები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინის მესაკუთრის შვილი პოლიციამ დაკითხა თუმცა, ამ ინფორმაციას სამართალდამცავები არ ადასტურებენ. 

დღის ამბები