18 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
სპეცოპერაციის ადგილზე შს მინისტრი გიორგი გახარია და სუს-ის მაღალჩინოსნები იმყოფებიან

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც ამ წუთებში ტერორიზმთან სავარაუდო კავშირში ბრალდებულების აყვანის სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სუს-ის და შსს-ს მაღალჩინოსნები იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება შს მინისტრი გიორგი გახარიაც. 

სროლის და აფეთქებების ხმა ამ ეტაპზე ადგილზე აღარ ისმის. სავარაუდოდ მორიგი შტურმი დასრულებულია. თუმცა სპეცოპერაცია გრძელდება.

ცნობილია ის, რომ მხოლოდ ერთი პირია დაკავებული. კორპუსის გარშემო მობილიზებულია სპეცრაზმი, ჯავშან ტექნიკა. პერიოდულად ხდება სპეცრაზმის დამატებითი ძალების მობილიზება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები