სახლი, სადაც ტერორიზმთან კავშირში სავარაუდო ბრალდებულები არიან გამაგრებული, დუისის მცხოვრებს თინა გაურგაშვილს ეკუთვნის. მეპატრონე თავად წლებია უკვე ავსტრიაში ცხოვრობს, თუმცა მისი ოჯახის წევრები პანკისის ხეობაში იმყოფებიან.
„კურიერთან“ საუბრისას თინა გაორგაშვილის და, სარა გაორგაშვილი ამბობს, რომ მისი დის შვილი ასლამბეგ ჯაბრაილობვი პოლიციამ დაკითხვის შემდეგ თბილისში გადაიყვანა.
სარა გაორგაშვილის განცხადებით, მისთვის მომხდარის დეტალები უცნობია, ასევე უცნობია თუ ვინ ცხოვრობდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში. მისი თქმით ბინა გაქირავებული არ ყოფილა. როგორც სარა გაორგაშვილმა აღნიშნა, მდგმურებმა ბინა ბოლოს მაისში დაცალეს და მას შემდეგ იქ არავინ ცხოვრობდა.
"ამ ბინასთან დაკაშირებით მე ვიცი, რომ ცარიელი იყო ბინა. არავინ არ ცხოვრობდა ეგ ვიცი. წლებია რაც ეს ბინა აქვს. გაქირავებული იყო, თათიაშვილი მერაბი ცხოვრობდა, მაისში გავიდა მერე იქიდან და იმის მერე ცარიელია ბინა. არავინ არ ცხოვრობდა,"-განაცხადავ სარა გაორგაშვილმა.
სარა გაორგაშვილი ადასტურებს, რომ მისი დის ბინა მერი ხარგოშვილზეა რეგისტრირებული. ხეობაში გამორიცხავენ, რომ სავარაუდო დამნაშავეების შესახებ სახლის მეპატრონეს რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს.
გაურგაშვილი წარმოშობით ახმეტის რაიონიდან, სოფელ დუსიდანაა და როგორც პანკისის ხეობაში ყვებიან, სახლის მეპატრონე დიდი ხნის განმავლობაში აქირავებს ბინას სხვადასხვა პირებზე.
"კურიერის" ინფორმაციით, უკვე დაკითხულია მისი შვილი, რომელმაც არ დაადასტურა ნაცნობობა სახლის მობინადრეებთან.
მათივე თქმით, სავარაუდოდ დანაშაულში ბრალდებული პირები, რომელთა აყვანასაც სამართალდამცველები უკვე 20 საათია ცდილობენ, პანკისის მკვიდრნი არ არიან.