18 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
"რაც მოვისმინეთ სოზარ სუბარისგან, გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს"-ნარიდაშვილის პასუხი სუბარს

სოზარ სუბარის ბრალდებებს, სადაც ის გირგვლიანის საქმის გაყალბებაზე საუბრობს, დღეს „ევროპულ საქართველოს“ ოფისში უპასუხეს. ირმა ნადირაშვილი მინისტრს ოპონენტებზე თავდასხმისთვის არასწორი დროის შერჩევაში ადანაშაულებს.

„ის, რაც მოვისმინეთ  სოზარ სუბარისგან, გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს.  საზოგადოება ღელავს. მრავალი საათია მიმდინარეობს სპეცოპერაცია, არიან სპეცრაზმელებში დაჭრილები. ჩვენ კიდევ ერთხელ მათ გამოჯანმრთელებას და სპეცოპერაციის  წარმატებით დასრულებას ვუსურვებთ, მოვლენების შეფასება იქნება ცოტა მოგვიანებით და ამ ფონზე  იმის ნაცვლად, რომ სოზარ სუბარმა ისაუბროს საქმიანად  საზოგადოება დააწყნაროს, ის ნახულობს დროს თავს ესხმის პოლიტიკურ ოპონენტებს, ანთხევს ბოღმას, შუღლს. ეს არის სახე „ქართული ოცნების“ სამწუხაროდ,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ კარგად იცნობს გირგვლიანის საქმეს. მისი თქმით იმ დროინდელი ხელისუფლება გამოძიების პროცესში აყალბებდა საქმეს რათა, დაკავებულებისთვის ბრალი შეემსუბუქებინა.

დღის ამბები