18 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
სოზარ სუბარი გირგვლიანის საქმეს იხსენებს და წინა ხელისუფლებას გაყალბებაში ადანაშაულებს

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა გირგვლიანის საქმეზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ამ თემაზე საქმიანი მსჯელობა გაიმართა. ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, კარგად იცნობს ამ საქმეს და აცხადებს, რომ იმდროინდელი ხელისუფლება გამოძიების პროცესში აყალბებდა საქმეს რათა, დაკავებულებისთვის ბრალი შეემსუბუქებინათ.

„მე ვიყავი დაკითხული ამ პროცესზე როგორც მოწმე, სასამართლოს მეც მივეცი ჩვენება და მოგეხსენებათ ვიყავი სახალხო დამცველი, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა. ხდებოდა ჩემს თვალწინ და ჩემი უშუალო მონაწილეობით, იმიტომ, რომ უშუალოდ ვიყავი ჩართული გამოძიებაში, რაც ხდებოდა გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით - როგორ ხდებოდა გზადაგზა გაყალბება სასამართლო პროცესების, როგორ იცვლებოდა კანონები ერთი სასამართლო პროცესიდან მეორე სასამართლო პროცესამდე, რომ ამით შეემცირებინათ ბრალი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იხდიდნენ სასჯელს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები