18 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
რეფერალურ საავადმყოფოში, გავრცელებული ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაშავებული სპეცრაზმელები გადაიყვანეს

ისნის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე რეფერალურ საავადმყოფოში, გავრცელებული ინფორმაციით, გადაყვანილია სპეცდანიშნულების რაზმის 2 წევრი, რომლებიც, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაშავდნენ.

გავრცელებული ცნობით, ორი სპეცრაზმელი დაახლოები20 წუთი წინ შეიყვანეს რეფერალურ საავადმყოფოში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა არსებული ცნობით, მათ სპეციალურ განყოფილებაში სპეციალური კვლევები უტარდებათ.

დღის ამბები