18 ნოემბერი 2024,   10:00
ვრცლად
"მე ვიცი, რომ სამუშაოდ იყო, მალიარია"-დაკავებული რიზვან გორნიკაშვილის ახლობლები მის კავშირს ტერორისტებთან გამორიცხავენ 

პანკისის ხეობის უხუცესების მტკიცებით ადგილობრივებს დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირი არ აქვთ. მათ შორის ისინი დადებითად ახასიათებენ რიზვან გორნიკაშვილსაც, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით სპეცოპერაციის დროს დააკავეს. გორნიკაშვილის ახლობლები ამბობენ, რომ ის თბილისში ხელოსნად მუშაობდა და დანაშაულთან შემხებლობა არ ჰქონდა.

„ინფორმაცია არ მაქვს. მე ვიცი, რომ სამუშაოდ იყო. მალიარია. თბილისში იყო სხვა არაფერი არ ვიცი. გამიკვირდა არ იყო ისეთი რომ დაეკავებინათ ან რაღაც. ჩემი სიძეა,“-განაცხადა რიზვან გორნაკაშვილის რძალმა ქეთინო მურღუევამ.

პანკისის ხეობის უხუცესები ასევე ბინის მეპატრონეზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მისი სახელი და გვარი გაუგებრობის გამო მოხვდა ამ საქმეში და თავად გამოცხადდა

„ქალები უნდა შესულიყვნენ იმ ბინაში და მოხდა გაუგებრობა. არ შეამოწმა როგორც ჩანს. თანხა წინასწარ აიღო და ესეთი დაუდევრობის გამო შეიძლება ასეთ შარში გაეხვია,“-განაცხადა ზაურ გუმაშვილმა და აღნიშნა, რომ დასანანი იქნება თუ ამ საქმესთან ჩეჩენი ეთნოსის პირის ბრალეულობა გამოიკვეთება რადგან ეს პანკისის ხეობაშ მცხოვრებ მოქალაქეებს დააზარალებს.   

დღის ამბები