„რუსთავი 2“-ის რეპორტიორი მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა სპეცოპერაციის ადგილზე იხსენებს, რომ მისვლისთანავე ეცადა სამართალდამცავებისგან მოეპოვებინა ოფიციალური ინფორმაცია, თუმცა ეს შეუძლებელი გახდა.
როგორც გადაცემა "არჩევანში" მარიამ გაფრინდაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ადგილობრივები კორპუსებში რჩებოდნენ, მან გადაამოწმა შესაბამის უწყებებთან თუ რამდენად უსაფრთხო იყო ამ ადამიანების იქ ყოფნა, თუმცა ჟურნალისტს უპასუხეს, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.
მარიამ გაფრინდაშვილი იხსენებს, რომ ადგილობრივების ნაწილმა შტურმის დაწყებისთანავე თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტერიტორია დაეტოვებინა.