სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ იმ სახლების აღწერა დაიწყო, რომლებიც ორმხრივი სროლისა და აფეთქების დროს დაზიანდა. მთელი ღამის განმავლობაში გამგეობის შესაბამისი სამსახურები ზარალს ითვლიდნენ.
ჯამში შტურმის შედეგად 8 საცხოვრებელი ბინა დაიწვა, რომლის სრული რეაბილიტაციის ხარჯებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაფარავს.
„ინფორმაცია გვაქვს ვიზუალური ისიც შორიდან, ჩვენ არ გვეძლევა ამ ეტაპზე მისვლის საშუალება, მაგრამ რასაც ვხედავთ დაახლოებით არის რვა ბინა,“-განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლები კი "კურიერთან" კიდევ ერთხელ იხსენებენ გუშინ განვითარებულ მოვლენებს და ყვებიან თუ რა ვითარებაში გაატარეს მათ ცხოვრებაში ყველაზე სტრესული 22 საათი.