თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაცია უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
ტელეკომპანია BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი წერს, რომ საქართველოს წლების განმავლობაში არ ჰქონია ჯიჰადისტებთან დაკავშირებული ინციდენტები, თუმცა დაახლოებით საქართველოს 50 მოქალაქე იბრძოდა ან ამ დრომდე იბრძვის სირიასა და ერაყში დაჯგუფება “ისლამური სახელმწიდფოს“ რიგებში.
მაუწყებლის რუსული რედაქციის ცნობით, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს ჟურნალისტებისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეების იყვნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილები და ამ დროისთვის მათი დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს.
სპეცოპერაციის მიმდინარეობასა და შედეგებს ასევე ევრონიუსი, დოიჩე ველე, როიტერსი სხვა მოწინავე მედიასაშუალებები აშუქებენ.