18 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
"იყვნენ თუ არა ისინი ტერორისტები? აღიკვეთა თუ არა ტერორისტული აქტი"-ოპოზიციას ხელისუფლებასთან კითხვები აქვს

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოპოზიციას კითხვები აქვს. მათ შორის ოპოზიცია ინტერესდება ვინ იყვნენ გუშინ ლიკვიდირებული პირები, რა მიზნები ჰქონდათ მათ, როგორ შემოვიდნენ ქვეყანაში, საიდან მოვიდა იარაღი და როგორ მივიდა საქმე სრულმასშტაბიან შეტაკებამდე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ხელისუფლება არ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

„იყვნენ თუ არა ისინი ტერორისტები? აღიკვეთა თუ არა  ტერორისტული აქტი? რატომ მოხდა ისე, რომ ეს იყო დაუგეგმავი სპეცოპერაცია, არაორგანიზებული სპეცოპერაცია, რომლის დროსაც გარდაიცვალა  ჩვენი სპეცრაზმელი და ეს იყო უდიდესი ტრაგედია,“-განაცადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ და აღნიშნა, რომ აუცილებელია საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ლიკვიდირებულთა ვინაობის შესახებ.

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს „ევროპულ საქართველოს.“ ელენე ხოშტარიას განცხადებით დაუშვებელია ნიშნის მოგებით შეფასებები ან პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე ორივე მხრიდან.

„ხელისუფლებამაც თავი უნდა შეიკავოს რომ  ოპოზიციასთან კინკლაობის თემად გახადოს ეს და  ოპოზიციაც ძალიან პასუხისმგებლობით უნდა ვიყოთ, რომ  ქულების ჩაწერაზე არ ვიყოთ ორიენტირებული. მაგრამ კითხვები არც არის ძალიან ლეგიტიმური კითხვებია რომელსაც უნდა გაეცეს პასუხები,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები