„გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ, მაგრამ ღმერთი მფარველია ჩვენი,“- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქაშუეთის წმინდა გიორგი სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე მხარეს არის მსხვერპლი.
„ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ჩვენი განვიცადეთ ეს მწუხარება. ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს და გვაშოროს შინაური და გარეული მტერი,“- განაცხადა ილია მეორემ.