18 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
უწმინდესობამ დიდი პატივი მარგუნა წილად, ძალიან ვღელავ, ეს უდიდესი ჯვარია- პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო 

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა დღეს მისი მოსაყდრე დაასახელა. მოსაყდრე - ეს არის მღვდელმთავარი, რომელიც უწმინდესის გარდაცვალების შემთხვევაში, პატრიარქის მოვალეობებს შეასრულებს. ილია მეორემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ, მეუფე შიო მუჯირს თანამოსაყდრეობა მიულოცა.  

„ეს არის ისტორიული გიორგობა. წმინდა გიორგიმ ინება, რომ გვყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო. მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს,“-განაცხადა პატრიარქმა.

განცხადება გააკეთა მეუფე შიომაც, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს პატრიარქმა დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა.

მიტროპოლიტის განცხადებით ილია მეორის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო. პატრიარქის მოსაყდრე ამბობს, რომ ისტორიას არ ახსოვს ფაქტი, როდესაც პატრიარქის მოსაყდრე პატრიარქის სიცოცხლეშივე დანიშნულიყო.

„ნამდვილად ჩემთვის იყო სრულიად მოულოდნელი, ძალიან ვღელავ. ერთის მხრივ ძალიან დიდი სიხარულია, რომ მისმა უწმინდესობამ დიდი პატივი მარგუნა წილად, მეორეს მხრივ ძალიან ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია და იმედი მაქვს ღვთის მადლის შეწევნის, წმინდა გიორგის მფარველობის და მისი უწმინდესობის მამობრივი ხელმძღვანელობის და ლოცვა კურთხევის.

"განსაკუთრებული ვითარებაა, ჩვენს ისტორიაში მე ვერ ვიხსენებ ასეთი ფაქტი, რომ მომხდარიყოს, ამიტომ უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ეს ვალდებულებები როგორი იქნება,“-განაცხადა მეუფე შიომ.

ამავე თემაზე
დღის ამბები