18 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
"ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის" თავდაცვის სამინისტროსთვის დაქვემდებარება არასამთავრობოებისთვის მიუღებელია 

სამთავრობო ცვლილებების შემდეგ ”ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური” პრემიერ-მინისტრის აპარატს გამოეყოფა და პირდაპირ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. გადაწყვეტილება მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილისთვის. მათი თქმით ცვლილებები ვეტერანთა პრობლემების მოგვარებას უფრო გაართულებს. 

”ჩვენი მოთხოვნა არის, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს შეუნარჩუნდეს იგივე სტატუსი რაც დღემდე გვქონდა და ის ისევ დაექვემდებაროს მთავრობის პირველ პირს, ბატონ კვირიკაშვილს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან პატივისცემით ვეპყრობით თავდაცვის სამინისტროს, ისინიც ვეტერანები იქნებიან ხვალ-ზეგ, მაგრამ  თავდაცვის სამინისტროს აქვს სხვა მიზნები და ამოცანები და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს აქვს სრულიად სხვა მიმართულება,“ - განაცხადა ვეტერანმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ”დაიცავი შენი წილი სამშობლოს” წარმომადგენელმა დოდო გუგეშაშვილმა.

დღის ამბები