ბინის მფლობელებს ცოტა ხნის წინ პოლიციელებმა გუშინდელი სპეცოპერაციის ეპიცენტრი დაათვალიერებინეს - თუმცა საკუთარ სახლებში ისინი მაინც არ შეუშვეს. მათ მხოლოდ გარედან შეაფასეს ზარალი. უმეტესობა მათგანი ვარაუდობს, რომ გადარჩენილი არაფერია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი ბინები მთლიანად განადგურებულია.
„არაფერი არ არის მთელი,“ - აცხადენს ერთ-ერთი მცხოვრები.
დაზიანებულია ასევე ეზოში მდგომი მანქანები, რომელთა ტერიტორიიდან გაყვანის უფლებას მესაკუთრეებს სამართალდამცავები ამ დრომდე არ აძლევენ.
რაც შეეხება მათ მეზობლად მცხოვრებ ბრალდებულებს, რომელთა ლიკვიდაციაც სპეცოპერაციის შედეგად მოხდა, ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ხშირად ხედავდნენ, თუმცა საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.
„არც ვიცი ვინ არიან ეგენი. უცხო პირებს ვხედავდით. არავითარი ეჭვი არ გვქონია. პური და "პეფსი კოლა" მოჰქონდათ. იარაღი არ გვინახია მაგათ ხელში და არაფერი,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.