თელავივის აეროპორტში უკვე მეორე დღეა საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული, იყალთოს თემის ყოფილი დეპუტატი კახაბერ ენუქაშვილი და მისი მეუღლე. მათ ყოველგვარი განმარტების გარეშე უთხრეს უარი ქვეყანაში შესვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში მცხოვრები მისი მეგობრები იღებდნენ პასუხისმგებლობას მათზე, ისინი მაინც არ შეუშვეს.
“კურიერს“ დაუკავშირდა ენუქაშვლის ერთ-ერთი მეგობარი, რომლის ინფორმაციითაც, ისინი ცუდ პირობებში არიან და არც საჭმელს და არც მედიკამენტებს აწვდიან, ასევე არ შეახვედრეს ადვოკატს.
“ყოველგვარი ბრალის გარეშე ადამიანს ეუბნებიან, რომ ვერ შეხვალთ ისრაელის ტერიტრიაზე. აგზავნიან ციხეში, დააცილეს თავის ცოლს, საჭმელს არ აჭმევენ, სასმელს არ აძლევენ, ტელეფონები ჩამოართვეს, ადგილობრივებს თხოვა დამარეკინეთო, დარეკა ჩემთან და სიტუაცია ამიხსნა. საშინელ მდგომარეობაშია, ელჩი მოითხოვა, არ მიუშვეს თუ არ მივიდა, არ ვიცი რას ფიქრობს საქართველოს მთავრობა. ასეთი სიტუაციაა უკვე ერთი წელიწადია საქართველოს მოქალაქეებზე,“ - განაცხადა აარონ მაგენმა.