18 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
სპეცოპერაციისას დანგრეული სადარბაზოს მცხოვრებლები სახლში შესვლას კვლავ ვერ ახერხებენ

გაბრიელ სალოსის გამზირის კონკრეტულ პერიმეტრზე ამ დრომდე რჩებიან სპეცრაზმელები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, კვლავ გამბულია ყვითელი ლენტები. ტერიტორიაზე მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას უშვებენ.

თუმცა, უშუალოდ იმ სადარბაზოს მცხოვრებლებს, რომელიც დაინგრა, სახლში შესვლის ნებართვას არ აძლევენ.

ღამით დაიწყო ბუნებრივი აირის ეტაპორივად მიწოდება 4 კორპუსისთვის, სადაც გაზი ბოლო 2 დღის განმავლობაში უსაფრთხოებიდან გამომდინარე გათიშული იყო. ადგილზე „ყაზტრანსგაზის“ ტექნიკური სამსახურის წევრები გვიან ღამემდე მილებს ამოწმებდნენ. 

დღის ამბები