18 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
დღეს უნდა გაირკვეს ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხი

სავარუდოდ, დღეს ცნობილი გახდება ექსპერტების დასკვნა შენობის იმ ნაწილის მდგრადობასთან დაკავშირებით, რომელიც აფეთქებების დროს დაზიანდა. არსებულ მდგომარეობას ადგილზე ნახავენ მერიის წარმომადგენებიც.

მათ შეფასებაზე იქნება დამოკიდებული, როდის დაუბრუნდება საკუთარ სახლებს ადგილობრივი მოსახლეობა. დღესვე უნდა დაკონკრეტდეს, რა სახის კომპენსაციას შესთავაზებს ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაზარალებულებს ხელისუფლება.

18 ოჯახი უკვე მეორე დღეა სასტუმროში ცხოვრობს. დამწვარი და დაზიანებული ბინების მეპატრონეები ამ დრომდე ვერ შედიან საკუთარ საცხოვრებელში. მათ არც გადარჩენილი პირადი ნივთების აღების შესაძლებლობა აქვთ.

დღის ამბები