გვიან ღამით ისრაელიდან საქართველოს ის 30-მდე მოქალაქე დაბრუნდა, რომლებსაც
თელავივის აეროპორტში შესვლაზე მესაზღვრეებმა გაურკვეველი მიზეზით უარი უთხრეს.
მათ შორის იყო თელავის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი კახაბერ ენუქიშვილი, მეუღლესთან ერთად.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოძევებულთა ნაწილი აცხადებს, რომ ქართველების დეპორტაცია საზღვარზე ყოველგვარი განმარტებების გარეშე მიზანმიმართულად ხდება და საქართველოს საელჩოს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
„5 დღით მივდიოდით, მიუხედავად ამისა, საბუთებს ყურადღება არ მიაქციეს, მიზეზი იყო ერთადერთი, რომ ხართ ქართველები, მაინტერესებს ჩვენი საელჩო რას აკეთებს ამ დროს,“ - აცხადებს კახაბერ ენუქიშვილი.