18 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
გაუარესებული ამინდი საქართველოში - გზის გახსნას კობი-გუდაურის მონაკვეთზე ათობით მძღოლი ელოდება 

სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. დღეიდან თბილისში ნალექი უნდა შეწყდეს, თუმცა დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. რეგიონებში კი, სინოპტიკოსები ძლიერ ნალექს ელოდებიან. მთაში ზვავებისა და ღვარცოფების საშიშროებაა, შტორმი იქნება შავ ზღვაზე.

უამინდობის გამო, შეზღუდვებია გზებზეც. ამ წუთებში კობი-გუდაურის მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. გზის სავალ ნაწილზე იყრება ტექნიკური მარილი.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე შეზღუდვაა დაწესებული მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტომობილებისთვის.

შეზღუდვების გამო, კობი-გუდაურის გზაზე მოუწიათ ღამის გათენება სატვირთო ავტომობილების მძღოლებს. მათი ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა მათთვის უცნობია, როდის შეძლებენ გზის გაგრძელებას.

დღის ამბები