ქარბორბალა დაფიქსირდა დღეს დილით ფოთის სანაპირო ზოლზე, კერძოდ სამხრეთ მოლის ტერიტორიაზე. ქარბორბალა მხოლოდ ზღვაზე დაფიქსირდა და სინოპტიკოსები მის ხმელეთზე განმეორებას არ ელოდებიან. ქარბორბალას ქალაქში პრობლემები არ შეუქმნია.
სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის პროგნოზით, უამინდობა ფოთში რამდენიმე დღეს გაგრძელდება. ზღვაში დაფიქსირდება 4-5 ბალიანი შტორმი, რაც წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია.
ამ წუთებში ფოთში წვიმს.