18 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
"მოსაყდრედ დანიშვნა არ ნიშნავს იმას, რომ პატრიარქმა მმართველობა შეწყვიტა"- მამა გიორგი ზვიადაძე

"მოსაყდრედ დანიშვნა არ ნიშნავს იმას, რომ პატრიარქმა მმართველობა შეწყვიტა,“- ეს განცხადება პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ გააკეთა. მისი თქმით, მართლმადიდებელ ეკლესიას ილია მეორე მართავს და მას მოსაყდრე შესაძლოა, დაეხმაროს. მამა გიორგი ზვიადაძემ ისიც განმარტა, რომ მოსაყდრედ დანიშვნა არ გულისხმობს, რომ ის, ავტომატურად, შეიძლება მომავალი პატრიარქი გახდეს.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს კანონიკური უფლებამოსილება და მას შეუძლია, ნებისმიერ დროს დაასახელოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე. როცა პატრიარქი ცოცხალი ბრძანდება, მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და მას აქვს უაღრესად ნათელი გონება და დღესაც მართავს თავად მართლმადიდებელ ეკლესიას, მოსაყდრედ დანიშვნა არ ნიშნავს იმას, რომ მან მმართველობა შეწყვიტა, ეს ნიშნავს, რომ პიროვნება მას შეიძლება დაეხმაროს, მაგრამ პატრიარქი უშუალოდ მართავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. დღეს მოსაყდრის რაიმე განსაკუთრებულ უფლებამოსილებებზე საუბარი არ არის. ეს არც იმას არ ნიშნავს, რომ მოსაყდრე შეიძლება, ავტომატურად გახდეს საქართველოს მომავალი პატრიარქი. პატრიარქს ირჩევს წმინდა სინოდი,“- განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიაქმა, ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა. მეუფე შიო უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები