ადვოკატთა ასოციაციაში არჩევნებისთვის ემზადებიან. 9 დეკემბერს საერთო კრება ჩატარდება, სადაც ასოციაციის მართვის ორგანოები უნდა აირჩიონ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დღეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკისა და სარეზერვო კომისიის კანდიდატები წარადგინა.
კანდიდატებს საერთო სამოქმედო გეგმა აქვთ და მათთვის პრიორიტეტი ადვოკატთა ასოციაციის განვითარებაა.
"ერთი და იგივე მიზნები გვაქვს, ერთი და იგივე ხედვა გვაქვს ასოციაციის განვითარების და გაერთიანებული ვართ იმ პროგრამის ირგვლივ, რომელიც წარმოდგენილი იქნება ახლო მომავალში,"- განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ჯანაშიამ.