18 ნოემბერი 2024,   09:58
ვრცლად
"ლუსტრაცია სინოდის წევრებისა და ეკლესიისთვის"- მეუფე პეტრე პატრიარქის მიერ მოსაყდრის დანიშვნაზე საუბრობს

„უწმინდესის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ,“- ეს განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ პატრიარქის მიერ მოსაყდრედ მეუფე შიო მუჯირის დასახელებასთან დაკავშირებით გააკეთა. მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ ეკლესიისთვის ლუსტრაცია იქნება. მან ფილოსოფოსის ნააზრევიც მოიხმო.

„მან წარმოგვიდგინა პიროვნება, დანარჩენი ეს იქნება ასევე ლუსტრაცია სინოდის წევრებისა და ეკლესიისთვის. როგორც ფილოსოფოსი ამბობს, უშურველობა გენიოსების თვისებაა და რამდენი გენიოსია, ესეც გამოჩნდება და რამდენი უშურველი ადამიანი, შესაბამისად, რამდენი არაუშურველი. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ერთსულოვანნი ვიყოთ ჩვენი ქვეყნისა, ერისა და ეკლესიის სასიკეთოდ მიმდინარე ყველა პროცესში,“- განაცხადა მეუფე პეტრემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები