ამ წუთებში ბათუმში მდებარე სასტუმრო "ლეო გრანდში" ძლიერი დაკვამლიანებაა, რის გამოც ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. სასტუმროდან რამდენიმე ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
ბათუმის მერის ლაშა კომახიძის თქმით, სრული ევაკუაცია სასტუმროს კიბეებზე არსებული ძლიერი კვამლის გამო ვერ ხერხდება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე ცეცხლი არ შეიმჩნევა, ერთადერთი რისი დანახვაც არის შესაძლებელი, დაკვამლიანებაა.