18 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეხუთე სამიტი 22 გვერდიან დეკლარაციის მიღებით დასრულდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეხუთე სამიტი ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დასრულდა. 22 გვერდიან დოკუმენტში პარტნიორობის წევრი ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერაზეა საუბარი, აღიარებულია სამი მოწინავე ქვეყნის საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფება, მიღწეული პროგრესი, მაგრამ არ არის საუბარი ამ ქვეყნების პერსპექტივაზე.

ევროპულმა საბჭომ არ გაითვალისწინა ევროპარლამენტარების რეკომენდაცია და დეკლარაციაში არ მოხვდა ჩანაწერი რომლის თანახმადაც ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, შეუძლია წევრობის განაცხადით მიმართოს ევროკავშირს.

სამიტის შედეგები დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც შეაჯამა. გიორგი კვირიკაშვილი კმაყოფილია ევროპის ლიდერთა მხრიდან გამოთქმული შეფასებებით, თუმცა მიიჩნევს, რომ ქვეყანა უფრო დიდი მიზნის მისაღწევად - ევროკავშირის წევრობისთვის უნდა მოემზადოს.

სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ორმხრივი შეხვედრებიც ჰქონდა დაგეგმილი. ბოლო მოლაპარაკება მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან გამართა. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რასაც ბრიტანეთი მხარს უჭერს. ტერეზა მეი თბილისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას გამოეხმაურა და გარდაცვლილი სპეცრაზმელის გამო ქართველ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა. 

დღის ამბები