ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. კობახიძე გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო და მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს.
"ხანძრის დროს დაშავებულ ჩვენ მოქალაქეებს და სტუმრებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობას ვუხდი მაშველებს, მეხანძრეებს, პოლიციელებს და ექიმებს, ყველას ვინც უდიდესი რისკის ფასად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო," - ნათქვამის პარლამენტის თავჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.