18 ნოემბერი 2024,   10:03
ვრცლად
"ვიმყოფებოდი შემთხვევის ადგილას და სასტუმროს ნამდვილად არ ჰქონდა დამატებითი კიბე"-მირდატ ქამადაძე

"კურიერთან" სატელეფონო საუბარში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, მირდატ ქამადაძე გამოეხმაურა, რომელიც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

"მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტის გამო და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. იმედს ვიტოვებ, რომ მსხვერპლი აღარ გაიზრდება. მე ვიმყოფებოდი შემთხვევის ადგილას და სასტუმროს ნამდვილად არ ჰქონდა დამატებითი კიბე. მეხანძრეები სახანძრო კიბეებით ახდენდნენ ადამიანების ევაკუაციას,"-აცხადებს ქამადაძე.

"კურიერის" კითხვაზე, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე, ქამადაძემ პასუხისმგებლობა იმ სამსახურებს დააკისრა, რომლებიც შენობის ექსპლუატაციაში შესვლამდე ვალდებულნი არიან ნაგებობა შეისწავლონ.

"ცხადია ამისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ორგანოებს და თანამდებობის პირებს, რომლებიც სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ, მის ექსპლუატაციაში შესვლამდე, უნდა მოეხდინათ შემოწმება, აკმაყოფილებდა თუ არა შენობა უსაფრთხოების ნორმებს," - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.  

დღის ამბები