18 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
„ვერ დავადასტურებ, სანამ გამოძიება არ დამთვრდება“- აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსი სახანძრო კიბეზე საუბრობს

„სასტუმროში ვითარება იყო ძალიან მძიმე. ძლიერი დაკვამლიანების გამო მხედველობა ნულის ტოლფასი იყო,“- ეს განცხადება „კურიერის“ პირდაპირ ეთერში აჭარის სამაშველო-სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა თურმანიძემ გააკეთა.

მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ სახანძრო კიბის არსებობას ვერ დაადასტურებს, სანამ გამოძება არ დამთავრდება.

„ვერ დავადასტურებ, სანამ გამოძიება არ დამთვრდება,“- აღნიშნა თურმანიძემ.

ამ წუთებში სასტუმრო „ლეო გრანდში“ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი ხანძრის მიზეზების დასადგენად მუშაობენ.

„ლეოგრანდის“ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. გარე პერიმეტრზე სამაშველო სამსხური მობილიზებულია.

სასტუმროს თანამშრომლები ვერსიებზე ამ დრომდე არ საუბრობს. სასტუმროს მენეჯმენტს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები