ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბათუმში 5 ვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ არ არსებობს სახანძრო კიბე და შესაბამისი სახანძრო სისტემა. სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა „კურიერს“ განუცხადა, რომ „ლეოგრანდში“ არის სახანძრო სისტემაც და კიბეც. მისი თქმით, ადამიანებმა სახანძრო კიბის გამოყენება ვერ მოახერხეს იმის გამო, რომ შენობაში დაკვამლიანება იყო საკმაოდ ძლიერი.
სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, 7 ადამიანი გარდაცვლილი ლიფტში იპოვეს.
„პანიკის მომენტი იყო, თორემ ორი ისეთი გასავლელი იყო, სადიდანაც შეიძლებლოდა გასულიყვნენ, კვამლის გამოც ვერ მიაგნეს,“- აღნიშნა სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა.
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 10, ხოლო ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე.