18 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
ბათუმში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ცხედრებს იდენტიფიცირება ჩაუტარდა

ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის დროს გარდაცვლილთა ცხედრები, გვიან ღამით პროზექტურაში გადაასვენეს. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ცხედრებს იდენტიფიცირება ჩაუტარდა, მათი ნაწილი კი საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.

გარდაცვლილის ახლობელი აცხადებს, რომ მისი ორი მეგობარი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა, რომლებიც სასტუმროს სპორტდარბაზში ვარჯიშობდნენ. 

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 10, ხოლო ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე.  

ავტორი: სოფო ჭულუხაძე. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები