ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული 8 ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ამის შესახებ „რუსთავი 2-ს“ ბათუმის კლინიკაში განუცხადეს.
ექიმის თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მათ კლინიკიდან საღამომდე გაწერენ.
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 10, ხოლო ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე.