18 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო პატრიარქი მწუხარებას გამოთქვამს

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე. პატრიარქმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ წუხელ ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამასთან, შევთხოვთ უფალს დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და დაიცვას განსაცდელთაგან“, - ნათქვამია პატრიარქი ილია მეორის სამძიმრის წერილში.   

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 10, ხოლო ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები