18 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
ამ დრომდე უცნობია სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი

ხანძარი ბათუმში, სასტუმრო ”ლეოგრანდში” გუშინ დღის ბოლოს გაჩნდა. შენობა 100-ზე მეტ ადამიანს დაატოვებინეს, თუმცა იყვნენ დაკარგულებიც, რომლებსაც ღამის განმავლობაში შენობის სხვადასხვა ნაწილში ეძებდნენ.

ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქეა. თვითმხილვლები ყვებიან, რომ ნაწილს შენობიდან გამოსვლა ძლიერი დაკვამლიანების გამო გაუჭირდა და სხვადასხვა სართულზე ჩარჩნენ.

ძლიერი კვამლი მუშაობაში ხელს უშლიდა მეხანძრეებს და მაშველებსაც.

სასტუმროში ხანძრის დროს იმყოფებოდნენ „მის საქართველოს“ კონკურსის მონაწილეებიც. კონკურსი ბათუმში ხვალ უნდა გამართულიყო. შენობა მათაც ევაკუაციის დროს დაატოვებინეს, რა დროსაც რამდენიმე მათგანი დაშავდა.

უცნობია ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი. ერთ-რთი ვერსიით, ცეცხლი და ძლიერი კვამლი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. არაოფიციალური ინფორმაციით, ხანძარი სატუმროს მე-4 სართულზე გაჩნდა.

დაწყებულია გამოძიება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს და უსაფრთხოების წესების უხეშ დარღევას გულისხმობს, რასაც ადამიანების სიკვდილი მოჰყვა.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები