18 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
ხანძრის შედეგად 7 დაშავებული საავადმყოფოში რჩება - ისინი "კურიერთან" ტრაგედიის ღამეს იხსენებენ

ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული 7 ადამიანი საავადმყოფოში რჩება, მათ შორის ერთ-ერთი მეხანძრე-მაშველია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 „მე-7 თუ მე-8 სართული იყო, არ მახსოვს. მიცვალებული ჩამოვიყვანე ქვევით და მერე მე გავხდი ცუდად, კვამლი ვყლაპე,“ - განაცხადა დაშავებულმა მეხანძრე-მაშველმა „კურიერთან“ საუბრისას.

დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულეს.

„აქ იყო კვამლით და CO-თი ინტოქსიკაცია. ასეთ შემთხვევაში არის მკურნალობისა და მონიტორინგის თავისი სქემა, რომელიც სწორად იქნა ჩატარებული. ძირითადად არის ჟანგბადის მიწოდება და ჩანაცვლება,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ხანძრის შედეგად, სულ ჰოსპიტალიზირებული იყო 21 ადამიანი, მათგან 14 საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

ამავე თემაზე
დღის ამბები