18 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
"ლეოგრანდში" კიბე ვერ აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი - შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი

ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო კიბე არსებობდა, თუმცა ის უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ სირაძემ, განაცხადა.

მისივე თქმით, შსს-ს გამოძიება დაწყებული აქვს.

ნიკოლოზ სირაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ბათუმში ხანძრის დროს იყო თუ არა სამაშველო სამსახური შესაბამისად აღჭურვილი, არ უპასუხა.

„იყო თუ უსაფრთხოების ნორმები დაცული სასტუმრო „ლეოგრანდში“ და არსებობდა თუ არა საეკუვაციო კიბე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო უკვე გამოძიება სსსკ-ის 243-ე მუხლით. წინასწარი მონაცემებით, კიბე, რომელიც შენობაშია, ვერ აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი, შესაბამისად, საგანგებო სიტუაციის შექმნის დროს მისი გამოყენება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო,“ - განაცხადა ნიკოლოზ სირაძემ. 

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 10, ხოლო ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე. 21 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, რომელთაგან 7 ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები