18 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება.

ამასთან დაკავშირებით განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო "ლეოგრანდში" დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს. გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები," - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

 

დღის ამბები