თბილისი საბავშვო ევროვიზიის ფინალს მასპინძლობს. დღეს ყველაზე მასშტაბური ევროპული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება.
კონკურსის ქართველი მონაწილე X ფაქტორელი გრიგოლ ყიფშიძეა. მისი სიმღერა გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი კი თემო საჯაიაა.
საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 19:00 საათზე დაიწყება და 18 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემა. ხმის მიცემა გრანდიოზული შოუს დაწყებამდე და ყველა მონაწილის გამოსვლის შემდეგ მხოლოდ 15 წუთი იქნება შესაძლებელი.