18 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
პატრიარქი თავისი პირით საუბრობს და ამბობს, ვინ არის მისი მემკვიდრე - გიორგი ანდრიაძე

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ანდრიაძემ, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში ილია მეორის მიერ მოსაყდრედ შიო მუჯირის დანიშვნის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, პატრიარქი საღად აზროვნებს და მოღვაწეობს და  გადაწყვეტილებას თავად იღებს.

„ადამიანები, ვინც აზროვნებენ გონებრივად და ვისაც არ აქვთ კერპთაყვანისმცელობა, ვთქვათ, რუსთავი2-ის მიმართ, პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ, ისინი საღად აზროვნებენ და მიხვდებიან, რომ კათოლიკოს-პატრიარქი საღად აზროვნებს, ქადაგებს, მოძრაობს, მოღვაწეობს, თავისი პირით საუბრობს და ქადაგების დროს ამბობს, ვინ არის მისი მემკვიდრე,“ - აღნიშნა გიორგი ანდრიაძემ. 

ანდრიაძემ ციანიდის საქმეზეც კომენტარი გააკეთა და ანიშნა, რომ „ეს სპექტაკლი არ დასრულებულა და დეკემბერში გაგრძელდება“.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები