„ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნით ადრეც კი უნდა მიღებულიყო, რადგან ილია მეორის ფიზიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდება, სრულიად ლეგიტიმურია ასეთი გადაწყვეტილება,“ - ამის შესახებ თეოლოგმა ლადო ნარსიამ განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც მან პატრიარქის მიერ მოსაყდრედ მეუფე შიო მუჯირის დანიშვნაზე ისაუბრა.
ლადო ნარსია ამბობს, რომ, თუკი ეპისკოპოსებს შორის გარკვეული მოსაზრება არსებობს, ეს, მისი ვარაუდით, შიო მუჯირის კანდიდატურას არ ეხება და შეიძლება, ეს გადაწყვეტილების ფორმას ეხებოდეს.
"ძალიან გამიჭირდება მეუფე შიოს ინტელექტის, ერუდიციის, გემოვნების მქონე ადამიანის აფილირება ისეთ ჯგუფთან, რომელიც არის ოდიოზური და მეუფე იაკობი სწორედ ამგვარ ჯგუფში არის გაერთიანებული," - განაცხადა ლადო ნარსიამ.
თეოლოგის თქმით, ე.წ. ციანიდს საქმემ გამოაჩინა, რომ საპატრიარქოში ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები არსებობენ.