ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ვანო გოლოშვილს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გარდაცვლილი ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს, სადაც პანაშვიდი მიმდინარეობს. დაღუპულ სპეცრაზმელს ტაძრიდან 2 საათზე გამოასვენებენ.
ადგილზე იმყოფებიან მისი ახლობლები და დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი გმირობის შესახებ. ასევე ქაშუეთის ეკლესიაში ელოდებიან მთავრობის წარმომადგნელებს, საქართველოს პრეზიდენტს და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს.
გარდაცვლილი სპეცრაზმელს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა 4 სამართალდამცველი. დაჭრილთაგან ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.
ავტორი: თაკო სურგულაძე