18 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
რატომ არ მოხდა კონკრეტული ეპიზოდის გადაღება - პაატა პავლიაშვილის ოჯახის ადვოკატი

„ოჯახის პოზიცია არის, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს,“ - ეს განცხადება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატმა, ლევან ვეფხვაძემ, ნუცუბიძის ფერდობზე დაკავებისას გარდაცვლილის პაატა პავლიაშვილის საქმის შესახებ საუბრისას გააკეთა.

პაატა პავლიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება და ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის საკითხია, რატომ არ მოხდა კონკრეტული ეპიზოდის გადაღება, რომელიც საქმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. 

„ოჯახის პოზიცია არის, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს, თუმცა ამ რეალობიდან გამომდინარე, მაინც რჩება ბევრი კითხვის ნიშანი, თუნდაც იმ ფაქტთან დაკავშირებით, რატომ არ მოხდა კონკრეტული ეპიზოდის გადაღება, რომელიც ამ საქმისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს შეკითხვა აქვს დღეს ოჯახს და ვფიქრობ, რომ ამ შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს პროკურატურამ,“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

დღის ამბები