18 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის პანაშვიდზე ხელისუფლების წევრები მივიდნენ

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის პანაშვიდზე, რომელის ქაშუეთის ეკლესიაში ამ წუთებში მიმდინარეობს, ხელისუფლების წევრები მივიდნენ. მათ პატივი მიაგეს გარდაცვლილის ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ვანო გოლოშვილს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. გარდაცვლილი ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს, სადაც პანაშვიდი მიმდინარეობს. დაღუპულ სპეცრაზმელს ტაძრიდან 2 საათზე გამოასვენებენ.

გარდაცვლილი სპეცრაზმელს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა 4 სამართალდამცველი. დაჭრილთაგან ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.

დღის ამბები