18 ნოემბერი 2024,   10:01
ვრცლად
"ლეოგრანდის" ტრაგედიის ადგილი ყვავილებით სამაშველო მოქმედებებში მონაწილე პირებმა შეამკეს

ბათუმში ხანძრის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ. სასტუმრო „ლეოგრანდისთან“ ამ დრომდე მიდიან მოქალაქეები და ტრაგედიის ადგილს ყვავილებით ამკობენ.

ადგილზე იმყოფებოდნენ ის ადამიანებიც, ვინც ხანძრის დროს სასტუმროში მყოფი პირების გადარჩენას ცდილობდნენ. ისინი იხსენებენ, რომ ხალხი პანიკაში იყო. შენობა კი იმდენად იყო დაკვამლიანებული, რომ შიგნით შესვლა თითქმის შეუძლებელი იყო.  

„ხალხი იყო პანიკაში, ძალიან დიდი კვამლი იყო. ჩვენ ჩამოვიყვანეთ მერვე სართულიდან ხალხი. კვამლი იყო, ვერავინ ვერ შედიოდა შიგნით,“ - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი ნაცაკა ნეგიზარიანი. 

 

 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი

დღის ამბები