სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადმინისტრაციის წევრები ამ დრომდე სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევენ. გამოძიება პროკურატურამ სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
სასტუმრო „ლეონგრანდიში“ ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა და მას 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთი ირანის მოქალაქეა. გარდაცვლილის ძმა დღე გადასვენების დეტალების გარკვევას უშედეგოდ ცდილობდა.
„პოლიციაში მოვედი ჩემი ძმის გადასვენებასთან დაკავშირებით დეტალების გასარკვევად მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე. ახლა დახმარებისთვის ირანის საკონსულოს მივმართავ. ჩემი ძმა ბიზნესმენი იყო და თავის საქმის გამო იმყოფებოდა ბათუმში,“ - განაცხადა დაღუპულის ძმამ.
ავტორი: მიხეილ სესიაშვილი