ქაშუეთის ეკლესიაში გარდაცვლილი სპეცრაზმელის პანაშვიდზე დღეს მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ. მათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და ვანო გოლოშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს.
„პირველ რიგში მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ყველაზე დიდი დანაკლისი იყო მისი ოჯახისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის თითოეული ვაჟკაცი ძვირფასია. ასევე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ მებრძოლებს, იმ ბიჭებს, იმ დაჭრილ ბიჭებს მონაწილე ყველა თანამშრომელს,“ - აღნიშნა გომელაურმა.
მან ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, რომლებიც სპეცოპერაციისას ადგილზე იყვნენ მობილიზებულები. ასევე მადლობა გადაიხადა სახანძრო-სამაშველო ბრიგადების თანამშრომლებს.
ოჯახის მიუსამძიმრა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
„პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ ოჯახს, უნდა მივუსამძიმროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელს. ეს არის ძალიან მძიმე დანაკლისი და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს ამ ქალაქში,“ - განაცხადა გახარიამ.
ავტორი: თაკო სურგულაძე