18 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს ოპოზიციის წევრებმა ქაშუეთის ეკლესიაში სამძიმარი გამოუცხადეს 

ბერგი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახის ქაშუეთის ეკლესიაში სამძიმარი გამოუცხადეს ოპოზიციის წევრებმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზალიკო უდუმაშვილის, თქმით, თითოეული ასეთ ვაჟკაცის დაკარგვა ტრაგედიაა მთელი საქართველოსთვის.

„მე მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, მის თანამებრძოლებს და სრულიად საქართველოს, ვინაიდან სწორედ ასეთი ბიჭების თავდადებაზე დგას დღეს ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება, ამიტომ თითოეული ასეთი ვაჟკაცის დაკარგვა დიდი ტრაგედიაა მთელი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა. 

ქაშუეთის ეკლესიაში მივიდა ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი.

„მთელი საზოგადოება აცნობიერებს, რომ ამ ადამიანმა და იმ ხალხმა, რომლებიც იმ დღეს იბრძოდნენ, თავი დადეს საქართველოს, ქართველი ხალხისთვის და მშვიდობისათვის, ჩვენი მოქალაქეების მშვიდობისათვის. ეს ადამიანები უნდა დავაფასოთ სიცოცხლეში, რადგან ისინი ჩვენთვის სწირავენ თავის სიცოცხლეს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ვანო გოლაშვილის დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო აანაზღაურებს. ასევე მის ოჯახს ერთჯერადად გადაეცემა 100 ათასი ლარი და მათ ყოველთვიური პენსია დაენიშნებათ.

დაღუპულ სპეცრაზმელს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები