18 ნოემბერი 2024,   10:03
ვრცლად
ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა გიორგი გიუნაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა გიორგი გიუნაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ანატოლი ბიბილოვმა აფხაზი კოლეგის თხოვნით შეიწყალა.

სააგენტო სპუტნიკის ცნობით, რაულ ხაჯინბამ ანატოლი ბიბილოვს საქართველოს მოქალაქეს გადაცემის მოთხოვნით მიმართა, იმ მიზნით, რომ გიორგი გიუნაშვილი შემდგომ ქართულ ციხეში მყოფ აფხაზ პატიმარზე გადაეცვალა.

სააგენტოს ინფორმაციით, გიორგი გიუნაშვილი ცხინვალში მყოფ აფხაზეთის ე.წ. დელეგაციის წევრს დღეს გადასცეს.

დღის ამბები