18 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება - მეუფე შიომ პატრიარქის თანამოსაყდრედ დასახელების შემდეგ პირველი წირვა ჩაატარა

სამების საკათედრო ტაძარში დღეს წირვა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ, ჩაატარა.

წირვის შემდეგ მან მრევლს ქადაგებითაც მიმართა. მიტროპოლიტი შიო სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბათუმში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა.

ეს იყო მეუფე შიოს პირველი წირვა მოსაყდრედ დასახელების შემდეგ.

კათოლიკოს-პატრიარქმა თავის მოსაყდრედ მიტროპოლიტი 23 ნოემბერს, გიორგობის დფღესასწაულზე დაასახელა.

მეუფე შიომ დღეს განმარტება პატრიარქის გადაწყვეტილებაზეც გააკეთა.

„უწმინდესს სრული უფლება აქვს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. უბრალოდ, ჩვენთვისაც ყველასთვის მოულოდნელი იყო თავად ეს მისი გადაწყვეტილება. ეს უწმინდესმა ინება და მან გააკეთა ესეთი არჩევანი,“ - განაცხადა მეუფე შიომ. 

დღის ამბები