სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. ზოგიერთ რაიონში ღამით -13-დან -16 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი. 29 ნოემბრამდე ქვეყნის უმეტეს ნაწილში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში მთიან და მაღალმთიან რაიონებში -16 გრადუსამდე დაიკლებს. დედაქალაქში -2 გრადუსია მოსალოდნელი.